воскресенье, 9 февраля 2020 г.

1. არც ისე ციოდა, არც ისე ცხელოდა,
როცა დედ-მამა ნიას ელოდა.

2. არც ისე სწრაფად, არც ნება-ნება,
მაშინ მოვიდა, როცა ინება.

3. არც ისე ტიროდა, არც უცინია,
როცა დაარქვეს სახელად ნია.

4. არც ეკლესიის არ რეკდა ზარი,
არც ანგელოზებს დაუკრავთ ქნარი.

5. არც დედამ დადო გროვად სელფები,
არც სანტა ჩანდა და არც ელფები.

6. და იმით გახდა ეს დღე რჩეული,
გოგო  რომ გაჩნდა გამორჩეული
💝🌟🎂🍾🥂
ღამით ნია დაიბადა
მიიხედა, მოიხედა,
რძე მინდაო - ჩუმადა თქვა,
დაძახება ვერ გაბედა.
გვერდით დედა ღრმა ძილშია,
თავზე ადგას ბებო, მამა,
თვალში მოხვდა ანარეკლი -
გაანათა ბაბუს თავმა.
ხედავს მამა წვერებშია,
მზერით ჰკითხა: რა იყოო?
გევიზრდები, დაგაპუტავ -
მე გურული არ ვიყოო.
რაცხა მასვით ან მაჭამეთ,
თვარა გაშრა კისერიო,
ვინმეს თვალი რომ არ მეცეს
ჩამომკიდეთ გიშერიო.
ერხანს კიდო იწუწუნა:
მშიაო და მწყურია,
მერე პირი გააფჩინა
და გადადგა დუნია.
ასე გაჩნდა ნია ღამით,
გაზრდას არ დაჭირდა წამი,
ფუთი რძეი ყლაპა ყელმა,
გეირბინა ხუთმა წელმა.