воскресенье, 9 февраля 2020 г.

ღამით ნია დაიბადა
მიიხედა, მოიხედა,
რძე მინდაო - ჩუმადა თქვა,
დაძახება ვერ გაბედა.
გვერდით დედა ღრმა ძილშია,
თავზე ადგას ბებო, მამა,
თვალში მოხვდა ანარეკლი -
გაანათა ბაბუს თავმა.
ხედავს მამა წვერებშია,
მზერით ჰკითხა: რა იყოო?
გევიზრდები, დაგაპუტავ -
მე გურული არ ვიყოო.
რაცხა მასვით ან მაჭამეთ,
თვარა გაშრა კისერიო,
ვინმეს თვალი რომ არ მეცეს
ჩამომკიდეთ გიშერიო.
ერხანს კიდო იწუწუნა:
მშიაო და მწყურია,
მერე პირი გააფჩინა
და გადადგა დუნია.
ასე გაჩნდა ნია ღამით,
გაზრდას არ დაჭირდა წამი,
ფუთი რძეი ყლაპა ყელმა,
გეირბინა ხუთმა წელმა.

Комментариев нет:

Отправить комментарий