воскресенье, 9 февраля 2020 г.

1. არც ისე ციოდა, არც ისე ცხელოდა,
როცა დედ-მამა ნიას ელოდა.

2. არც ისე სწრაფად, არც ნება-ნება,
მაშინ მოვიდა, როცა ინება.

3. არც ისე ტიროდა, არც უცინია,
როცა დაარქვეს სახელად ნია.

4. არც ეკლესიის არ რეკდა ზარი,
არც ანგელოზებს დაუკრავთ ქნარი.

5. არც დედამ დადო გროვად სელფები,
არც სანტა ჩანდა და არც ელფები.

6. და იმით გახდა ეს დღე რჩეული,
გოგო  რომ გაჩნდა გამორჩეული
💝🌟🎂🍾🥂
ღამით ნია დაიბადა
მიიხედა, მოიხედა,
რძე მინდაო - ჩუმადა თქვა,
დაძახება ვერ გაბედა.
გვერდით დედა ღრმა ძილშია,
თავზე ადგას ბებო, მამა,
თვალში მოხვდა ანარეკლი -
გაანათა ბაბუს თავმა.
ხედავს მამა წვერებშია,
მზერით ჰკითხა: რა იყოო?
გევიზრდები, დაგაპუტავ -
მე გურული არ ვიყოო.
რაცხა მასვით ან მაჭამეთ,
თვარა გაშრა კისერიო,
ვინმეს თვალი რომ არ მეცეს
ჩამომკიდეთ გიშერიო.
ერხანს კიდო იწუწუნა:
მშიაო და მწყურია,
მერე პირი გააფჩინა
და გადადგა დუნია.
ასე გაჩნდა ნია ღამით,
გაზრდას არ დაჭირდა წამი,
ფუთი რძეი ყლაპა ყელმა,
გეირბინა ხუთმა წელმა.

вторник, 3 сентября 2019 г.


ძალიან გთხოვ ნუ მოკვდები,
თორემ მეც მოვკვდები მალე,
შენ სამოთხეში მოხვდები,
მე ჯოჯოხეთს ვაღებ კარებს.

გინდა ტკბილი ფორთოხლები,
ამბავი გრძლად მონათხრობი,
გინდა მოვსპო ვარსკვლავები,
ძილს რომ არ გაცლიან.

მხოლოდ ამას გთხოვ იცოცხლო,
მე ხომ შენით მიდგას სული,
ორივეს ყელამდე გვყოფნის,
ჩემი დიდი სიყვარული.

გინდა ზღვა და იალქნები,
ან ახალი სიმღერები,
გინდა მოგიკლავ მეზობლებს,
ძილს რომ არ გაცლიან.

გინდა მზე ნაცვლად ლამფების,
სარკმელში ხედი ალპების,
გინდა მოგცემ შენ სიმღერას,
შენთვის ნამღერ ყველა ბგერას.

გინდა მზე ნაცვლად ლამფების,
სარკმელში ხედი ალპების,
გინდა მოგცემ შენ სიმღერას,
შენთვის ნამღერ ყველა ბგერას მე.

Пожалуйста, не умирай,
Или мне придётся тоже.
Ты, конечно, сразу в рай,
А я не думаю, что тоже.

Хочешь сладких апельсинов,
Хочешь вслух рассказов длинных,
Хочешь, я взорву все звёзды,
Что мешают спать.

Пожалуйста, только живи,
Ты же видишь, я живу тобою.
Моей огромной любви
Хватит нам двоим с головою.

Хочешь в море с парусами,
Хочешь музык новых самых,
Хочешь, я убью соседей,
Что мешают спать.

Хочешь солнце вместо лампы,
Хочешь за окошком Альпы,
Хочешь, я отдам все песни,
Про тебя отдам все песни.

Хочешь солнце вместо лампы,
Хочешь за окошком Альпы,
Хочешь, я отдам все песни,
Про тебя отдам все песни я.


суббота, 15 сентября 2018 г.

ფოტოსურათები ამერიკელი ფოტოგრაფის მაიკლ ბელქის კოლექციიდან "გასეირნება მესიასთან ერთან". 

კოლექცია მოიცავს ფოტოსურათებს სადაც ასახულია ქრისტე, რომელიც თითქოს ამჟამად განკაცდა და ქადაგებს თანამედროვე ცოდვილებთან.
























пятница, 23 марта 2018 г.


მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ტრაგიკული განვითარება (თარგმანი რუსულიდან) 😊

მჭედელს არ ეყო ლურსანი ცხენს რომ დაჭედოს ნალია,
რაში რომ კოჭლობს იმ დღიდან, სულ უნალობის ბრალია.
ცხენმა უნალოდ წაიბორძიკა - მხედართმთავარი მოკლეს,
არმია დარჩა უთავოდ - გასაქცევ გზას ეძებს მოკლეს.
ქალაქში მტერი ბოგინობს-ტყვესაც არ ინდობს დუშმანი
და მხოლოდ იმისი ბრალია, მჭდელს რომ არ ეყო ლურსმანი.

«Не было гвоздя - подкова пропала,
Не было подковы - лошадь захромала,
Лошадь захромала - командир убит,
Конница разбита, армия бежит,
Враг вступает в город, пленных не щадя,
Оттого что в кузнице не было гвоздя»




воскресенье, 11 марта 2018 г.

საბჭოთა "ბაბას" ეუცხოვა მოდელი დიორის-
-არც თარგი ჰგავდა "შირპატრებს",
არც სუნი ჰქონდა ნიორის😊


вторник, 13 февраля 2018 г.

სქრინები რუსული სოციალური ქსელებიდან


ჩემი სიზმარი (თუ რაც არის) შენ

ორალური სიამოვნება

სასუქში

მარსელი "შავი"

მის მოწუწნიკი

ტრანსოზავრი

ბავშვობის პირველი 40 წელი რთულია

სიგარეტის ფერია

დასავლური სტანდარტი რუსულ სკოლაში

პატრიოტული ლირიკა

ანტინატოვნა

როცა მკერდის გადიდების საშუალება არ გაქვს

პიონერული წრთობა

მის ხაბურძაკი

რუსული ანტისარაკეტო თავდაცვა

სამივე ბურთს ერთად ისვრი გიჟო?

შპროტი

პენსია გამიზარდეთ, თქვენი...

სპორტსტუმი

აქ დაღვრილ სისხლს სანთელი დავუნთე


მარგალიტას დიეტა

ერთ ხარჯში გამოვიდა