9 თებერვლის ზღაპარი
- გევიზარდე! ოთხი წლის მევიყარე ურშაძის ქალი. ელანძე გარბის დროი ცა! აგერ გუშხამ იყო ერი მუცუცუნა ბაღანაი რომ გავჩთი ამ დუნიაზე. დიდი ჭყიპინაი და სკვარამი არ ვყოფილვარ თურმე, არც ჩემი პაწა სტომაქი უჩიოდა უმადობსო - ჩივიენ, მარა ხომ იცი, ყაზირალი ასგზობა მეიცლის ზნეს. ხოდა რომ წამევიზარდე გაკუჭება ვისტავლე. ბაბუაი იძახის მაი გურულების ზნეიაო, ყველაი მამფერები ვართო-ფინთებიო, მარა უცფათაი გადაგვიარსო - მეც გადამდის, ოღონდ იმის მერე, ჩემ არჩივ ქვეყანას რომ ევიანცებ.
ახლა რა ხთება: მამაი პოლონეთის ასაშენებლათ წევიდა, დედაი ქე მყავს გვერდში, სამუშიერს რომ მორჩება მერე. დანარჩენი დროი ციურის ვყავარ ჩაბარებული. შენი დიდი ბებიაიაო - ამიხსნეს. ამფერათაც არ მედიდება, მარა დამჯერე ბაღანაი ვარ და რაფერც მიჩივიან ისთე იქნება მაი. ერგზობა ბაღშიც ვიყაი. ბაღნები იყვენ ერგაყოლა, კიდევაც ვითამაშე, კიდევაც ვიტირე... კი, ვიარ მაქანა, მეტი რაი მაქ გამოსავალი... არა, რომ არ ვთქვა ტანიდან გამომცრის: ციურისას ჯობია!
აი პირველი დღეობაა მამიკოი რომ არაა სახში. ხოდა ციური ბებიას გამომცხვარ "ჟენიას" ტორტზე სანთელს რომ ჩავაქრობ, უნდა ჩევიფიქრო რომე იქიდამა წლის დღეობაზე ერ კედაროს დედიკოი იჟდეს და მორე კედაროს მამიკოი. ე, ქე წამომცთა რაცხამ გულში გამიარა, მარა სანამ ჭინკა წამართუმდეს, მანამდე გამჩენი გეიგონებს და შემისრულებს.
კაი, ერგაყოლა ვიბჟუტურე და მეყოფა. ჰე, დეიწყეთ ახლა მოლოცვები😍😘🍌🍎🍒🌰🍇🎂🍰🍫🍦🍪🍲🍾🍷🍸🍹
Комментариев нет:
Отправить комментарий