воскресенье, 11 февраля 2018 г.

ნიას ზღაპარი

იყო და არა იყო რა. ნიას უკეთესი რა იქნებოდა? არც არაფერი. ჰოდა იყო ერთი ცქნაფა, თვალებბრიალა, შავტუხა გოგო - ნია. სამი წლის წინ, ჩვეულებრივი ბავშვებივით კომბოსტოში არ უპოვიათ, არც უბრალო წეროს მოუყვანია. ის წერო ბრალიანი იყო - თავისი კარიერის გარიჟრაჟზე მისამართი არევია საბრალოს და ერთი მომეტებულად შავტუხა ჩვილი, შუაგულ ქერეთში, ქერა წყვილისთვის ჩაუწვენია აკვანში. ამას ისეთი სკანდალი მოჰყოლია, რომ წეროვანის ყვითელი პრესის ფურცლებს წითელი ცეცხლი ეკიდაო. ჰოდა ამ საბრალო ფრინველს გამოსწორების შანსი მისცა არსთა გამრიგემ: ეს პატარა ანგელოზი ზუსტ მისამართზე მიაბრძანე, თორემ ამ თებერვალში ბუმბულის გარეშე დარჩენა არ აგცდებაო. გულგახეთქილი გამოფრინდა წერო: "აი ბურდღა დამრჩენია ტანზე და თუ შემომაპუტენ, ხომ გევიროფე ამ ყიამეთშიო". გაისარჯა ფრთოსანი, ბევრი იფრინა, ქანციც გაიწყვიტა და 9 თებერვალს ერთ ცოლ-ქმარს მიაკითხა. დედას რომ შეხედა, კი ინერვიულა საცოდავმა-ძალიან ეთეთრა ნიას დედობისთვის, მარა მამის ფერმა მასაც დაუბრუნა ფერი. ბავშვი ფრთხილად ჩააგორა ლოგინში, ნისკარტი გადარჩენილ ბუმბულზე გადაისვა, ერთხელ კიდევ, ფრთხილად მოუხედა ახლადგამომცხვარ მომღიმარ მშობლებს და ცაში აიჭრა...
P.S. ზევიდან, სამშობიაროს კარებთან ატუზული ახალგაზრდა ბებია-ბაბუა შენიშნა წერომ და გაიფიქრა: აი ნია მშობლებივით და ბებიასავით ლამაზი კია, მარა იმ მელოტმა კაძახმა რა დააშვა ანაგებათ რომ არ გავს აფერში?... კაი, ახლა არ მცალია მაგიზა და რომ წამეიზდება ყაზირალი, რაცხას მუუფიქრებ ბაბუამისს... :-D

2017 წლის 9 თებერვალი

Комментариев нет:

Отправить комментарий