ნიას დაბადება
გაბურსალებულმა გააჭყირა თვალები. გევიღვიძეო დეიძახა, მარა ეყურება ვინმეს? აი სა მომახიბაკესო-იფიქრა. იმდენი იქვაცუნა, სანამ არ გამოხია იი ადამ-კოკოს დროინდელი ტომსიკაი და რას ხედავს? ამ იალონში ამუუჩაგვიებია ბენტერა წეროს და მიაფრენს საცხა. საით, კაციშვილმა არ იცის. ერთი მიძახება ქე მიაძახა: შენ გაფრინდი კურმუხეთშიო, მარა ელანძე მიხთა არ იყო მაი კაი ბაღანაის საქციელი. იგიც გეივლო გულში რავა გურულივით ვიწყევლებიო, მარა გაახსენდა ჯერ არ ქონდა ამორჩეული სადაურობა და კუთხე-კუნჭული, ხოდა „ტყულაი რაღას ვიბჟუტუროო“ - დაწყნარდა. ბევრი იფრინა თუ ცოტა, საცხა ერგაყოლა წყალი დეინახა. ღელავდა, არ ასვენებდა გამჩენი, მარა ლამაზი კი იყო. აი ზღვაა და იი ბათუმია უეჭველათო - მიხთა გესამანიე ბაღანა. გადავლო ზეიდან თვალი იქოურობას და მეეწონა-გევიხარებ აქანაო. ამის გაფიქრება ძლივს მუასწრო და არ გააფჩინა იი სალობიე ნისკარტი ბენტურა წერომ?! გადელდა ბაღანა მა რაღა დროის - გააყრია ძნეყვა...
ზღვის სუნი ეცნო. კიდო გააჭყირა თვალები. ამ დედასავით ლამაზ ქალს რა ქვია ნეტაიო - გეივლო გულში. მერე იგრძნო ვინცხამ ეიშვატია ხელში. ერთი შეშინება კი შეშინდა - აი შავი, ლოყებბუძგატა კაცი ვინააო, მარა შეხედა იმასაც დიდი და კეთილი თვალები ქონდა, ხოდა ქე დეიგულა ერცახა გული საგულეს. გურული იქნება ისე იკრიჭებაო - იფიქრა ბაღანამ.
-გამარჯობა თქვენიო. ნია ვარ მეო. დევიღალე ნამგზავრი და დამასვენეთ პაწა ხანიო.
-ჩვენ რა ვქნათო? - იგენმა იკითხეს.
-აი ქალი დამიტიე აქანა - მომშივდება და მომხედავსო; შენ წაი და რომელცხა ბაბუეს ჟვაპი ადესაი მოგეწონოს, იმით დამლოცეო.
ასთე დეიბადა ნია.
2016 წლის 9 თებერვალი.
Комментариев нет:
Отправить комментарий