суббота, 15 сентября 2018 г.
пятница, 23 марта 2018 г.
მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ტრაგიკული განვითარება (თარგმანი რუსულიდან) 😊
მჭედელს არ ეყო ლურსანი ცხენს რომ დაჭედოს ნალია,
რაში რომ კოჭლობს იმ დღიდან, სულ უნალობის ბრალია.
ცხენმა უნალოდ წაიბორძიკა - მხედართმთავარი მოკლეს,
არმია დარჩა უთავოდ - გასაქცევ გზას ეძებს მოკლეს.
ქალაქში მტერი ბოგინობს-ტყვესაც არ ინდობს დუშმანი
და მხოლოდ იმისი ბრალია, მჭდელს რომ არ ეყო ლურსმანი.
Лошадь захромала - командир убит,
Конница разбита, армия бежит,
Враг вступает в город, пленных не щадя,
Оттого что в кузнице не было гвоздя»
вторник, 13 февраля 2018 г.
სქრინები რუსული სოციალური ქსელებიდან
ჩემი სიზმარი (თუ რაც არის) შენ
ორალური სიამოვნება
სასუქში
მარსელი "შავი"
მის მოწუწნიკი
ტრანსოზავრი
ბავშვობის პირველი 40 წელი რთულია
სიგარეტის ფერია
დასავლური სტანდარტი რუსულ სკოლაში
პატრიოტული ლირიკა
ანტინატოვნა
როცა მკერდის გადიდების საშუალება არ გაქვს
პიონერული წრთობა
მის ხაბურძაკი
რუსული ანტისარაკეტო თავდაცვა
სამივე ბურთს ერთად ისვრი გიჟო?
შპროტი
პენსია გამიზარდეთ, თქვენი...
სპორტსტუმი
აქ დაღვრილ სისხლს სანთელი დავუნთე
მარგალიტას დიეტა
ერთ ხარჯში გამოვიდა
воскресенье, 11 февраля 2018 г.
9 თებერვლის ზღაპარი
- გევიზარდე! ოთხი წლის მევიყარე ურშაძის ქალი. ელანძე გარბის დროი ცა! აგერ გუშხამ იყო ერი მუცუცუნა ბაღანაი რომ გავჩთი ამ დუნიაზე. დიდი ჭყიპინაი და სკვარამი არ ვყოფილვარ თურმე, არც ჩემი პაწა სტომაქი უჩიოდა უმადობსო - ჩივიენ, მარა ხომ იცი, ყაზირალი ასგზობა მეიცლის ზნეს. ხოდა რომ წამევიზარდე გაკუჭება ვისტავლე. ბაბუაი იძახის მაი გურულების ზნეიაო, ყველაი მამფერები ვართო-ფინთებიო, მარა უცფათაი გადაგვიარსო - მეც გადამდის, ოღონდ იმის მერე, ჩემ არჩივ ქვეყანას რომ ევიანცებ.
ახლა რა ხთება: მამაი პოლონეთის ასაშენებლათ წევიდა, დედაი ქე მყავს გვერდში, სამუშიერს რომ მორჩება მერე. დანარჩენი დროი ციურის ვყავარ ჩაბარებული. შენი დიდი ბებიაიაო - ამიხსნეს. ამფერათაც არ მედიდება, მარა დამჯერე ბაღანაი ვარ და რაფერც მიჩივიან ისთე იქნება მაი. ერგზობა ბაღშიც ვიყაი. ბაღნები იყვენ ერგაყოლა, კიდევაც ვითამაშე, კიდევაც ვიტირე... კი, ვიარ მაქანა, მეტი რაი მაქ გამოსავალი... არა, რომ არ ვთქვა ტანიდან გამომცრის: ციურისას ჯობია!
აი პირველი დღეობაა მამიკოი რომ არაა სახში. ხოდა ციური ბებიას გამომცხვარ "ჟენიას" ტორტზე სანთელს რომ ჩავაქრობ, უნდა ჩევიფიქრო რომე იქიდამა წლის დღეობაზე ერ კედაროს დედიკოი იჟდეს და მორე კედაროს მამიკოი. ე, ქე წამომცთა რაცხამ გულში გამიარა, მარა სანამ ჭინკა წამართუმდეს, მანამდე გამჩენი გეიგონებს და შემისრულებს.
კაი, ერგაყოლა ვიბჟუტურე და მეყოფა. ჰე, დეიწყეთ ახლა მოლოცვები😍😘🍌🍎🍒🌰🍇🎂🍰🍫🍦🍪🍲🍾🍷🍸🍹
ნიას ზღაპარი
იყო და არა იყო რა. ნიას უკეთესი რა იქნებოდა? არც არაფერი. ჰოდა იყო ერთი ცქნაფა, თვალებბრიალა, შავტუხა გოგო - ნია. სამი წლის წინ, ჩვეულებრივი ბავშვებივით კომბოსტოში არ უპოვიათ, არც უბრალო წეროს მოუყვანია. ის წერო ბრალიანი იყო - თავისი კარიერის გარიჟრაჟზე მისამართი არევია საბრალოს და ერთი მომეტებულად შავტუხა ჩვილი, შუაგულ ქერეთში, ქერა წყვილისთვის ჩაუწვენია აკვანში. ამას ისეთი სკანდალი მოჰყოლია, რომ წეროვანის ყვითელი პრესის ფურცლებს წითელი ცეცხლი ეკიდაო. ჰოდა ამ საბრალო ფრინველს გამოსწორების შანსი მისცა არსთა გამრიგემ: ეს პატარა ანგელოზი ზუსტ მისამართზე მიაბრძანე, თორემ ამ თებერვალში ბუმბულის გარეშე დარჩენა არ აგცდებაო. გულგახეთქილი გამოფრინდა წერო: "აი ბურდღა დამრჩენია ტანზე და თუ შემომაპუტენ, ხომ გევიროფე ამ ყიამეთშიო". გაისარჯა ფრთოსანი, ბევრი იფრინა, ქანციც გაიწყვიტა და 9 თებერვალს ერთ ცოლ-ქმარს მიაკითხა. დედას რომ შეხედა, კი ინერვიულა საცოდავმა-ძალიან ეთეთრა ნიას დედობისთვის, მარა მამის ფერმა მასაც დაუბრუნა ფერი. ბავშვი ფრთხილად ჩააგორა ლოგინში, ნისკარტი გადარჩენილ ბუმბულზე გადაისვა, ერთხელ კიდევ, ფრთხილად მოუხედა ახლადგამომცხვარ მომღიმარ მშობლებს და ცაში აიჭრა...
P.S. ზევიდან, სამშობიაროს კარებთან ატუზული ახალგაზრდა ბებია-ბაბუა შენიშნა წერომ და გაიფიქრა: აი ნია მშობლებივით და ბებიასავით ლამაზი კია, მარა იმ მელოტმა კაძახმა რა დააშვა ანაგებათ რომ არ გავს აფერში?... კაი, ახლა არ მცალია მაგიზა და რომ წამეიზდება ყაზირალი, რაცხას მუუფიქრებ ბაბუამისს... :-D
2017 წლის 9 თებერვალი
ნიას დაბადება
გაბურსალებულმა გააჭყირა თვალები. გევიღვიძეო დეიძახა, მარა ეყურება ვინმეს? აი სა მომახიბაკესო-იფიქრა. იმდენი იქვაცუნა, სანამ არ გამოხია იი ადამ-კოკოს დროინდელი ტომსიკაი და რას ხედავს? ამ იალონში ამუუჩაგვიებია ბენტერა წეროს და მიაფრენს საცხა. საით, კაციშვილმა არ იცის. ერთი მიძახება ქე მიაძახა: შენ გაფრინდი კურმუხეთშიო, მარა ელანძე მიხთა არ იყო მაი კაი ბაღანაის საქციელი. იგიც გეივლო გულში რავა გურულივით ვიწყევლებიო, მარა გაახსენდა ჯერ არ ქონდა ამორჩეული სადაურობა და კუთხე-კუნჭული, ხოდა „ტყულაი რაღას ვიბჟუტუროო“ - დაწყნარდა. ბევრი იფრინა თუ ცოტა, საცხა ერგაყოლა წყალი დეინახა. ღელავდა, არ ასვენებდა გამჩენი, მარა ლამაზი კი იყო. აი ზღვაა და იი ბათუმია უეჭველათო - მიხთა გესამანიე ბაღანა. გადავლო ზეიდან თვალი იქოურობას და მეეწონა-გევიხარებ აქანაო. ამის გაფიქრება ძლივს მუასწრო და არ გააფჩინა იი სალობიე ნისკარტი ბენტურა წერომ?! გადელდა ბაღანა მა რაღა დროის - გააყრია ძნეყვა...
ზღვის სუნი ეცნო. კიდო გააჭყირა თვალები. ამ დედასავით ლამაზ ქალს რა ქვია ნეტაიო - გეივლო გულში. მერე იგრძნო ვინცხამ ეიშვატია ხელში. ერთი შეშინება კი შეშინდა - აი შავი, ლოყებბუძგატა კაცი ვინააო, მარა შეხედა იმასაც დიდი და კეთილი თვალები ქონდა, ხოდა ქე დეიგულა ერცახა გული საგულეს. გურული იქნება ისე იკრიჭებაო - იფიქრა ბაღანამ.
-გამარჯობა თქვენიო. ნია ვარ მეო. დევიღალე ნამგზავრი და დამასვენეთ პაწა ხანიო.
-ჩვენ რა ვქნათო? - იგენმა იკითხეს.
-აი ქალი დამიტიე აქანა - მომშივდება და მომხედავსო; შენ წაი და რომელცხა ბაბუეს ჟვაპი ადესაი მოგეწონოს, იმით დამლოცეო.
ასთე დეიბადა ნია.
2016 წლის 9 თებერვალი.
Подписаться на:
Сообщения (Atom)